პოლიტიკა

ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ფლოტის ტექნიკური ბაზა აშენდება – გუნბა

Netgazeti.ge წერს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ რუსულ ТАСС-სთან საუბარში დაადასტურა, რომ  ოჩამჩირის რაიონში რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აშენდება.

„[რუსული] სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნა, როგორც ასეთი, არ იგეგმება, თუმცა დაგეგმილია ოჩამჩირის რაიონში შავი ზღვის ფლოტისთვის სწორედ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გახსნა“, — განაცხადა მან.

გუნბას თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში “იგეგმება თანამშრომლობის გაძლიერება ორივე ქვეყნის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროებს შორისაც”.

ნახეთ მეტი
Back to top button