
პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა რუსეთის მთავრობის მეთაური მიხაილ მიშუსტინი.
როგორც “Armenpress”-ს აცნობეს სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციიდან, რუსეთის მთავრობის მეთაურმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს მიულოცა 50 წლის იუბილე და საუკეთესო სურვილები უსურვა. ნიკოლ ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა მიხაილ მიშუსტინს ზარისა და მილოცვისთვის.
ასევე განიხილეს სომხეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები.







