პოლიტიკა
ფაშინიანმა და პუტინმა ტელეფონით საუბრისას განიხილეს ორმხრივ ურთიერთობებსა და რეგიონულ მოვლენებთან დაკავშირებული საკითხები

პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს სატელეფონო საუბარაი ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.
როგორც “Armenpress”-ს აცნობეს სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციიდან, რუსეთის პრეზიდენტმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს 50 წლის იუბილე მიულოცა და საუკეთესო სურვილები უსურვა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს ზარისა და კეთილი სურვილებისთვის. ტელეფონით საუბრისას ასევე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობებისა და რეგიონული განვითარების საკითხები.







