მთავარიპოლიტიკა

ევროკავშირმა სომხეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაღრმავება მთავარ მიზნად დაისახა

ევროკავშირმა შეიმუშავა ახალი სტრატეგია სტაბილური და უსაფრთხო შავი ზღვის რეგიონისთვის.

ევროკავშირი უფრო მჭიდრო თანამშრომლობას დაამყარებს უკრაინასთან, მოლდოვას რესპუბლიკასთან, საქართველოსთან, თურქეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან და ხელს შეუწყობს რეგიონულ თანამშრომლობას კავშირის სფეროში.

ტრანსევროპულ ქსელებთან გაუმჯობესებული კავშირების კონკრეტული პროგრამა განავითარებს სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ ქსელებს, გამოავლენს შავი ზღვის რეგიონის პოტენციალს, როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დერეფანს, რომელიც სამხრეთ კავკასიის გავლით ევროპას ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და კონკურენტუნარიანობას.

შავი ზღვის რეგიონში ევროკავშირის როლი და პასუხისმგებლობა იზრდება, განსაკუთრებით უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს  გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ, თუ ქვეყანა ევროკავშირის გზას დაუბრუნდება. ევროკავშირის გაფართოების პროცესი სტრატეგიული ინვესტიციაა რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაში.

ასევე უმნიშვნელოვანესია თურქეთთან, სტრატეგიულად მნიშვნელოვან პარტნიორთან და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანასთან, კოორდინირებული მიდგომა.

ანალოგიურად, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაღრმავება სტრატეგიულ სფეროებში თანამშრომლობის გზით  –  სტაბილურობისთვის მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს.

ნახეთ მეტი
Back to top button