საზოგადოება
საქართველოს პარლამენტში პირადობის მოწმობაში ეროვნების გრაფის დაბრუნების იდეას განიხილავენ

როგორც Ngnewsgeorgia წერს, საქართველოს პარლამენტში შევიდა ინიციატივა, პირადობის მოწმობებში, პასპორტებსა და სამოქალაქო მდგომარეობის აქტებში „ეროვნების“ და მამის სახელის დაბრუნების შესახებ, წერს BPN.
„ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენი წარმომავლობის, „ქართველობის“, საბოლოოდ გაქრობა არ მოხდეს“, – წერს ინიციატივის ავტორი, მოქალაქე ლელა ქავთარაძე.
ჯერჯერობით უცნობია, განხორციელდება თუ არა ეს იდეა. პარლამენტის ბიურომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს წინადადების განხილვა დაავალა.







