
კულტურის დღეების ფარგლებში სომხეთში ჩავიდა საქართველოს კულტურის დელეგაცია, მინისტრ თინათინ რუხაძის ხელმძღვანელობით. დელეგაციაში შედიან საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები და კულტურის მოღვაწეები.
„არმენპრეს“-ის ცნობით, სომხეთის კულტურისა და სპორტის სამინისტრო იუწყება, რომ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს კულტურის მინისტრის, თინათინ რუხაძის შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის კულტურისა და სპორტის მინისტრ ჟანა ანდრეასიანთან, ასევე სომხეთის რესპუბლიკის სხვადასხვა კულტურულ დაწესებულებაში ვიზიტები. კულტურის დღეების მსვლელობისას გაიმართებაარაერთი ღონისძიება, რაც ხელს შეუწყობს სომხეთსა და საქართველოს შორის მეგობრობის გაღრმავებას და კულტურული თანამშრომლობის განვითარებას.
ქართული კულტურის დღეების ფარგლებში, 6 ივნისს, 14:00 საათზე, მაშტოცის გამზირზე, დიანა აბგარის პარკში, ქართული ღვინის, კულტურისა და ოჯახის დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიება დაიწყება. დამსწრეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ტრადიციულ ქართულ სამზარეულოს, მეღვინეობის ხელოვნებას, ასევე დატკბნენ „რანინას“ კვარტეტისა და „გუფი ლენდის“ ჯგუფის ღია ცის ქვეშ წარმოდგენებით.დასწრება უფასოა.
7 ივნისს, საღამოს 8:00 საათზე, კარენ დემირჭიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში „ერისიონის“ ფოლკლორული ანსამბლი გამართავს კონცერტს, რომლის დროსაც წარმოდგენილი იქნება ტრადიციული ქართული ცეკვები, მუსიკა და კულტურა.







