სომხეთში ხალხი 2018 წლის შემდეგ უკეთესად ცხოვრობს – პრემიერ-მინისტრი

2018 წლის აპრილის მონაცემებით, სომხეთში საშუალო ხელფასი 173,596 დრამი იყო, ხოლო 2025 წლის აპრილის მონაცემებით – 304,992 დრამი. ამრიგად, ხელფასის საშუალო ზრდა დაახლოებით 130,000 დრამი ანუ 75 პროცენტია.
„არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების მუდმივი კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „2024 წლის სრ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ ყოველწლიური ანგარიშის წინასწარი განხილვის დროს განაცხადა.
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ იმავე პერიოდში ინფლაციის საერთო მაჩვენებელი 25 პროცენტი იყო, რაც ნიშნავს, რომ ხელფასების რეალური ზრდა ინფლაციას უსწრებდა. „ეს, ალბათ, პასუხია იმ კითხვაზე, რომელიც დღეს ხშირად ისმის სოციალურ ქსელებსა და პოლიტიკურ პლატფორმებზე: დღეს ხალხი უკეთესად ცხოვრობს თუ უარესად 2018 წელთან შედარებით? ეს რიცხვი ადასტურებს, რომ სომხეთში ხალხი დღეს უკეთესად ცხოვრობს, ინფლაციის გათვალისწინებითაც. ზოგადად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხალხი დაახლოებით 50 პროცენტით უკეთ ცხოვრობს. თუ ამას ფიგურალურად აღვწერთ, ისინი ორჯერ უკეთ ცხოვრობენ, ვიდრე ადრე“, – თქვა ფაშინიანმა.
მან დასძინა, რომ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა კმაყოფილია თავისი ცხოვრებით, რადგან ხალხი ყოველთვის ცდილობს უკეთ იცხოვროს. „და რატომ არ შეიძლება ხალხი კმაყოფილი იყოს თავისი ცხოვრებით? ძალიან მარტივი, გასაგები და სრულიად ლეგიტიმური მიზეზის გამო, რადგან ხალხს სურს უკეთ ცხოვრება. და რატომ სურთ უკეთ ცხოვრება? იმიტომ, რომ დღევანდელ სომხეთში ხალხი ხედავს, რომ უკეთ ცხოვრება შესაძლებელია“, – დაასკვნა ფაშინიანმა.







