პოლიტიკა

მატვიენკო აცხადებს, რომ ფაშინიანსა და პუტინს შორის  პრობლემები  არ არსებობს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი კონსტრუქციულ ურთიერთობებს ინარჩუნებენ, მათ შორის პრობლემები არ არსებობს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის ფედერალური კრების ფედერაცული საბჭოს თავმჯდომარემ, ვალენტინა მატვიენკომ. „ნიკოლ ფაშინიანმა ჩვენს პრეზიდენტს მოკითხვა გადასცა და განსაკუთრებით ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერი მინიშნების მიუხედავად, მას და ვლადიმერ პუტინს ყოველთვის ჰქონდათ, აქვთ და აგრძელებენ კონსტრუქციული, შინაარსიანი ურთიერთობების შენარჩუნებას და პრეზიდენტთან ურთიერთობაში პრობლემები არ აქვს“, – განუცხადა მატვიენკომ ჟურნალისტებს. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობები ნდობის კრიზისს არ განიცდის. „მოგეხსენებათ, ფართოდ არის გავრცელებული გამოთქმები, რომ რუსეთსა და სომხეთს შორის ნდობის კრიზისია. მე ასეთი განცდა არ მაქვს. პირიქით, ჩვენსავით, სომხეთმაც გამოხატა ინტერესი ჩვენი მრავალმხრივი ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისა და გაფართოების მიმართ“, – თქვა მატვიენკომ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „არსებობს ორმხრივი დღის წესრიგის განახლების აუცილებლობის გაგება, ადგილზე შექმნილი ახალი რეალობების გათვალისწინებით“. შეგახსენებთ, რომ ვალენტინა მატვიენკო, რომელიც ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება, დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, ალენ სიმონიანს შეხვდა.

ნახეთ მეტი
Back to top button