ეკონომიკა

სომხეთმა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ზოგად ბიუჯეტში მეტი გადარიცხა, ვიდრე მიიღო

2024 წელს სომხეთმა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ზოგად საბაჟო ბიუჯეტში 323 მილიონი დოლარი გადარიცხა და 189 მილიონი დოლარი მიიღო.

Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ პარლამენტის მუდმივი კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის წარდგენისას დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემისას განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა.

„ჩვენ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ზოგად ბიუჯეტში 323 მილიონი დოლარი გადარიცხეთ და 189 მილიონი დოლარი უკან მივიღეთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს უფრო მეტ საბაჟო გადასახადს ვუხდით, ვიდრე ვიღებთ. უარყოფითი ბალანსი 135 მილიონი დოლარია“, – განაცხადა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button