აზერბაიჯანის მტრული დამოკიდებულება სომხეთის მიმართ არასდროს ყოფილა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგი – Washington Examiner

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი უბრალოდ საბაბი იყო, რომელსაც ბაქო დასავლელი დიპლომატების თაობებს სთავაზობდა.
უფრო სწორად, აზერბაიჯანის უკმაყოფილება მის მიმართ იდეოლოგიაშიც იყო დაფუძნებული და მოსახლეობის საკუთარი ნაკლოვანებებისა და კორუფციისგან ყურადღების გადატანის აუცილებლობაში… სწორედ ამიტომ არის აწმყო ასეთი საშიში. ახლა, როდესაც აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღი მიიტაცა, ის ლეღვის ფოთლის როლს ვერ ასრულებს.
ალიევს არჩევანი აქვს: მშვიდობა ან ომი. მისი უკან დახევა სამშვიდობო შეთახმებიდან, ახალი დათმობების დაუსრულებელი მოთხოვნები, სომხეთის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გაგრძელება და ახლა მთელი სომხეთის „დასავლეთ აზერბაიჯანად“ აღიარების პრეტენზია ასახავს ადამიანს, რომელიც ერთდროულად სომხებს არალეგიტიმურად მიიჩნევს და თანაც საკუთარი ხალხის შიშით ცხოვრობს, რომლებიც იწყებენ იმის გაცნობიერებას, რომ მათ ექსპლუატაციას უწევენ.
ალიევისთვის ეს მისივე გადარჩენის საკითხია… ეს არ ნიშნავს, რომ მშვიდობა შეუძლებელია, მაგრამ მშვიდობა უნდა დამყარდეს ორ დემოკრატიას შორის და არა ერთ დემოკრატიასა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ დიქტატურას შორის. პირველ რიგში, აზერბაიჯანს უნდა ჰყავდეს მთავრობა, რომელიც წარმოადგენს მის ხალხს და არა ექსპლუატაციას გაუწევს მათ. ამ რეალობის იგნორირება მშვიდობის ხელშეწყობას კი არა, მისი მიუღწევლობას ნიშნავს.
ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპისთვის კავკასიაში მშვიდობის ხელშეწყობის საუკეთესო გზა, დაუსრულებელი მოლაპარაკებების წახალისების ნაცვლად, მორალური ეკვივალენტობის უარყოფა, ალიევისთვის სანქციების დაწესება და დიქტატურის მოფერებაზე წინ დემოკრატიის პრიორიტეტად დასახელება უნდა გახდეს, წერს ავტორი.







