
ერევნის მერის პირველი მოადგილე, არმენ პამბუხჩიანი, რომელიც საქართველოს დედაქალაქში ადგილობრივი განვითარების რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება, თბილისელ კოლეგას, გიორგი ტყემალაძეს შეხვდა.
როგორც Armenpress-ი ერევნის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებული პრესრელიზიდან იტყობინება, შეხვედრის დროს მხარეებმა ორ დედაქალაქში განხორციელებული პროგრამები, რეფორმები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
არმენ პამბუხჩიანმა აღნიშნა, რომ გამოცდილების გაცვლა ასეთ ფორმატში მნიშვნელოვანია ერევნისთვის, რაც ხელს შეუწყობს ურბანულ განვითარებას და მართვის ეფექტურობის გაზრდას.







