საზოგადოება
გასულ წელს 20 770 ადამიანს მიენიჭა სომხეთის მოქალაქეობა

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებებით, 2024 წელს 20 770 ადამიანს მიენიჭა მოქალაქეობა. „არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ხაჩატურ პოღოსიანმა, ეროვნული ასაბლეის მუდმივი კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„მთავრობის უფლებამოსილი ორგანოების წინადადებების საფუძველზე, 2024 წელს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მიიღო 185 ბრძანებულება სომხეთის მოქალაქეობის შესახებ. შედეგად, 20 770 ადამიანს მიენიჭა სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა“, – თქვა პოღოსიანმა.
პრეზიდენტის ბრძანებულებებით, 3 746 ადამიანს შეუწყდა მოქალაქეობა.







