საზოგადოება
ანტიკორუფციულმა სასამართლომ არმენ აშოტიანს შინაპატიმრობა გაუხანგრძლივა

ანტიკორუფციულმა სასამართლომ რესპუბლიკური პარტიის ვიცე-თავმჯდომარის, არმენ აშოტიანის წინააღმდეგ აღმკვეთ ღონისძიებად შერჩეული შინაპატიმრობა კიდევ 2 თვით გაახანგრძლივა.
ამის შესახებ Armenpress-თან ინტერვიუში განაცხადას არმენ აშოტიანის ადვოკატმა, ტიგრან ათანესიანმა.
არმენ აშოტიანის საქმის მორიგი სხდომის დროს მოსამართლე ვაჰე დოლმაზიანმა უარყო აშოტიანის ადვოკატების შუამდგომლობა შინაპატიმრობის მოხსნის შესახებ. რესპუბლიკური პარტიის ვიცე-თავმჯდომარის შინაპატიმრობა 11 აგვისტომდე ძალაში იქნება.







