საზოგადოება

1 ივლისიდან საქართველოში არარეგულარული მგზავრების გადაყვანა მგზავრთა სიით უნდა განხორციელდეს

2025 წლის 1 ივლისიდან, „სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგზაო მოძრაობის შესახებ“ შეთანხმების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში და პირიქით არარეგულარული მგზავრების გადაყვანა საკონტროლო დოკუმენტით (მგზავრთა სია) უნდა განხორციელდეს.

ამის  შესახებ ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იუწყება.

საკონტროლო დოკუმენტი ელექტრონულად უნდა შეივსოს და მისი დაბეჭდილი ქაღალდის ასლი სატრანსპორტო საშუალების მძღოლთან უნდა იყოს.

ნახეთ მეტი
Back to top button