მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი და რეჯეფ ერდოღანი 20 ივნისს სტამბოლში შეხვდებიან

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ფაჰრეთინ ალტუნმა, განაცხადა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 20 ივნისს სტამბოლში სამუშაო ვიზიტით ჩავა.

„სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ჩვენს ქვეყანას 2025 წლის 20 ივნისს ეწვევა. ჩვენი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბატონ ფაშინიანს სტამბოლში მიიღებს“, – წერს ის X-ში.

სამშაბათს, სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფაშინიანი 20 ივნისს თურქეთში გაემგზავრება. სიმონიანმა ვიზიტის დღის წესრიგის დეტალები არ გაამხილა, მაგრამ როგორც მან აღნიშნა, შეხვედრისას  ყურადღება ორმხრივი ურთიერთობების მთელ სპექტრზე გამახვილდება.

ნახეთ მეტი
Back to top button