პოლიტიკა

სომხეთი ირანში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სხვადასხვა სცენარს განიხილავს – ვიცე-პრემიერი

ირან-ისრაელის კონფლიქტთან დაკავშირებით, სომხეთი სხვადასხვა სცენარს განიხილავს, მათ შორის ლოჯისტიკის, ენერგეტიკისა და ლტოლვილთა საკითხებს. 18 ივნისს, ეროვნული კრების სხდომაზე, მმართველი პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულების“   დეპუტატის, ზარუჰი ბატოიანის კითხვაზე პასუხის გაცემისას, სომხეთის ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველა შესაძლო პრობლემა კონტროლის ქვეშაა.

„შეუძლებელია ამა თუ იმ სიტუაციის გამორიცხვა. ჩვენ უნდა შევიმუშაოთ სცენარები, რომლებიც შეიძლება საჭირო იყოს ან არ იყოს“, – თქვა გრიგორიანმა.

ამავდროულად, როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ასეთი საკითხები არ შეიძლება შემთხვევითობის ნებაზე დავტოვოთ.

„გარწმუნებთ: სხვადასხვა უწყება ყველა ამ საკითხს კონსოლიდირებულად განიხილავს. არ მინდა დეტალებში შესვლა, რადგან არის საკითხები, რომლებიც განხილვას არ საჭიროებს. თუმცა, შემუშავებული სცენარები ასევე მოიცავს ენერგეტიკასთან და ლოჯისტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს. სინამდვილეში, ლოჯისტიკასთან დაკავშირებული საკითხები უკვე წარმოიშვა. ეს ყველაფერი ჩვენი ყურადღების ცენტრში რჩება“, – ხაზგასმით აღნიშნა მთავრობის წარმომადგენელმა.

მანამდე, სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა განაცხადა, რომ ირანის ტერიტორიით გადაზიდული გარკვეული რაოდენობის ტვირთი სომხეთს  არ მიეწოდება. ისინი ირანის პორტებსა და გზებზე არიან შეჩერებული.

ნახეთ მეტი
Back to top button