მთავარიპოლიტიკა

ტავუშში მუშაობა დაიწყო სომხურ-ქართული სტრატეგიული პარტნიორობის ექსპერტთა კონფერენციამ

ტავუშის რეგიონული ადმინისტრაცია იუწყება, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის „საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის ცენტრის“ ინიციატივით, 18-20 ივნისს დილიჟანში ჩატარდება მეორე სომხურ-ქართული ექსპერტთა კონფერენცია თემაზე: „სომხეთი-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა: თანამშრომლობის ახალი ჰორიზონტებისკენ“. კონფერენციის მიზანია ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება.

კონფერენციის მონაწილეები მიიღო  ტავუშის ვიცე-გუბერნატორმა  ნარეკ ღუშჩიანმა.  

რეგიონულ ადმინისტრაციაში გაიმართა  ბრიფინგი, რომელშიც  მონაწილეობა მიიღეს ტავუშის რეგიონული ადმინისტრაციის, სომხეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურის და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMA) წარმომადგენლებმა. ასევე ესწრებოდნენ ხუთი ქართული სახელმწიფო, კერძო და სომხურენოვანი მედიასაშუალების წარმომადგენლები, ასევე 12 ექსპერტი.

კონფერენციის მიზანია წამყვანი ქართველი ანალიტიკოსებისა და მედია საშუალებებისთვის სომხეთის მთავრობის საგარეო, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტების, ტავუშის რეგიონში განხორციელებული დემარკაციის პროცესის და რეგიონის ინფრასტრუქტურის წარდგენა, ასევე სომხურ-ქართული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა.

ნახეთ მეტი
Back to top button