ერევანს სომხეთიდან რუსული ჯარების გაყვანის საკითხი არ დაუყენებია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ჩვენ რეგულარულად ვაწარმოებთ დიალოგს ერევანთან ყველა სფეროში, ყველა იმ დეპარტამენტის მეშვეობით, რომელიც ამ თემის (რუსული ჯარების გაყვანის საკითხი – რედ.) განსახილველად არის დანიშნული და ეს საკითხი პრაქტიკული თვალსაზრისით არასდროს დასმულა. ამის შესახებ ყოველკვირეულ ბრიფინგზე განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
„შესაძლოა, ეს განიხილეს სომხურ თემებში, ან საჯაროდ, ან ექსპერტულ წრეებში, ეს სხვა საკითხია. მაგრამ ერევანთან ჩვენს ურთიერთობაში ეს საკითხი არ დასმულა“, – აღნიშნა მან.
მისი თქმით, რუსეთს სომხეთთან ურთიერთქმედების ძალიან ფართო სპექტრი აქვს.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს პრობლემური საკითხები, როგორც ნებისმიერ ქვეყანას შორის, მაგრამ იმის თქმა, რომ ახლა ვიწყებთ გაუმჯობესების ან დათბობის დანახვას, სრულიად სწორი არ არის. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ, რა თქმა უნდა, არსებობს ჩვენი საკუთარი პრობლემები, ჩვენი საკუთარი დრამატურგია“, – დასძინა ზახაროვამ.







