
23 ივნისს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გელა გელაძის ხელმძღვანელობით დელეგაცია, სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, არმენ ღაზარიანის თანხლებით, სომეხთა გენოციდის მემორიალს ეწვია.
სტუმრებს სომეხთა გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ლუსინე აბრაჰამიანი, დახვდა.
როგორც „არმენპრესი“ სომეხთა გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტის პრესრელიზიდან იუწყება, დირექტორის მოადგილე სტუმრებს სომეხთა გენოციდის მემორიალისკენ გაუძღვა და მემორიალის შექმნის ისტორია გააცნო. ის ასევე შეეხო წიწერნაკაბერდის ტერიტორიაზე დადგმულ სამ ხაჩქარს იმ სომეხთა ხსოვნის პატივსაცემად, რომლებიც გასული საუკუნის ბოლოს სუმგაითის, კიროვაბადის (განძაკის) და ბაქოს ქალაქებში ორგანიზებულ მასობრივ ხოცვა-ჟლეტებს შეეწირნენ, ასევე არცახის ომის დროს მემორიალური კედლის წინ დაკრძალული ხუთი თავისუფლებისთვის მებრძოლის ისტორიებს, ხაზი გაუსვა რა, მომხდარსა და სომეხთა გენოციდს შორის კავშირს.
ორი ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა გვირგვინით შეამკეს სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი, შემდეგ სტუმრებმა ყვავილები დააწყვეს მარადიულ ცეცხლთან და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სომეხთა გენოციდის უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნას.
ვიზიტისთვის მადლიერების გამოხატვისას, სომეხთა გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, ლუსინე აბრაჰამიანმა, საპატიო სტუმარს გადასცა წიგნები სომეხთა გენოციდის შესახებ.








