პოლიტიკა
საქართველოს შს მინისტრი გელა გელაძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა

1tv.ge წერს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვედრას გამართავს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან და სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან, არპინე სარგსიანთან.
მხარეები განიხილავენ ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. საუბარი ასევე შეეხება სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.







