პოლიტიკა

პირველი სომეხი ქალი კადეტი ვესტ პოინტის სამხედრო აკადემიაში მიიღეს

პირველად, სომეხი ქალი მიიღეს აშშ-ის სამხედრო აკადემიაში, ვესტ პოინტში. Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ სომხეთში აშშ-ის საელჩოს Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტშია ნათქვამი.

„ვულოცავთ იანა სიმონიანს აშშ-ის სამხედრო აკადემიაში, ვესტ პოინტში, მიღებას. იანა პირველი სომეხი ქალი კადეტია, რომელიც ვესტ პოინტში სწავლობს და მას 2029 წელს დაამთავრებს.

მისი ამ პრესტიჟულ სასწავლებელში მიღება ბევრ რამეზე მეტყველებს მის განსაკუთრებულ შესაძლებლობებსა და აშშ-სა და სომხეთს შორის მზარდ პარტნიორობაზე. ვუსურვებთ იანას ყოველივე საუკეთესოს და წარმატებებს“, – ნათქვამია პოსტში.

ნახეთ მეტი
Back to top button