ეკონომიკა
ევრაზიის განვითარების ბანკმა სომხეთის ეკონომიკური ზრდის ახალი პროგნოზი წარმოადგინა

სომხეთის ეკონომიკა სტაბილიზდება 5.5%-იანი ზრდის ტემპით და განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალად შიდა მოთხოვნა რჩება.
ამის შესახებ ევრაზიის განვითარების ბანკის ახალ პროგნოზშია ნათქვამი.
პროგნოზირებულია, რომ ინფლაცია მთელი პროგნოზის ჰორიზონტის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება და 2025 წლის ბოლოსთვის 3.1%-ს შეადგენს.







