ეკონომიკამთავარი

ელჩმა აშოტ სმბატიანმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები განიხილეს

სომხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსს ირაკლი ბერაიას შეხვდა.

Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აღნიშნულია, რომ ელჩმა სმბატიანმა ირაკლი ბერაიას თანამდებობის დაკავება მიულოცა.

საელჩოს ცნობით, შეხვედრაზე სომხეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს.

ნახეთ მეტი
Back to top button