საზოგადოება

უკრაინაში კიდევ ერთი სომხური ეკლესია აშენდება

ომით განადგურებულ უკრაინაში კიდევ ერთი სომხური ეკლესია აშენდება. „არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ AnalitikaUA.net იუწყება.

ახლად აშენებული ეკლესიის საძირკვლის კურთხევის საზეიმო ცერემონია ხმელნიცკის ქალაქში გაიმართა.

ის სომხური სამოციქულო ეკლესიის უკრაინის სომხური ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა მარკოს ჰოვანესიანმა, აკურთხა და მშენებარე ეკლესიის საძირკველში 16 ქვა დამარხა. მნიშვნელოვან სულიერ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად უკრაინის სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის კიევიდან, ოდესიდან, ხარკოვიდან, ლვოვიდან, ხმელნიცკიდან, ჩერნოვციდან, ტერნოპოლიდან და სხვა თემებიდან მომლოცველები ჩამოვიდნენ.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეკლესიების მშენებლობა, იდენტიფიცირება, რესტავრაცია და შენარჩუნება უკრაინის სომხური დიასპორის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

უკრაინის სომეხთა კავშირის პრეზიდენტის, ვილენ შატვორიანის თქმით, სომხური ტრადიციების თანახმად, ეკლესია არა მხოლოდ სულიერი ცენტრია, არამედ კულტურული ცენტრის როლსაც ასრულებს.

ნახეთ მეტი
Back to top button