საერთაშორისო
აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ „სპუტნიკ აზერბაიჯანის“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „სპუტნიკ აზერბაიჯანის“ საინფორმაციო სააგენტოს ბაქოს ფილიალში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 7 პირი დააკავეს.
ამის შესახებ აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო APA იტყობინება. APA-ს ცნობით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა თაღლითობის, უკანონო მეწარმეობისა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაციის მუხლებით. დაკავებული პირებიდან ორი დაკავებულია, 5-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო ღონისძიებები გრძელდება.







