საერთაშორისო
ეკატერინბურგში დაღუპული აზერბაიჯანელები რამილ საფაროვის ძმისშვილები არიან, რომელმაც სომეხი ოფიცერი ნაჯახით მოკლა – ლაპშინი

ცნობილმა ბლოგერმა და ჟურნალისტმა ალექსანდრე ლაპშინმა თავის უახლეს ვიდეოში ეკატერინბურგში ორი აზერბაიჯანელის დაკავებასა და გარდაცვალებას შეეხო და აღნიშნა, რომ ისინი რამილ საფაროვის ბიძაშვილები არიან, რომელმაც სომეხი ჯარისკაცი გურგენ მარგარიანი ნაჯახით მოკლა. ცნობას NEWS.AM აქვეყნებს.
მან ასევე განაცხადა, რომ საფაროვების ეს ძმები აზერბაიჯანის სპეცსამსახურების დავალებით მის წინააღმდეგ მკვლელობის მცდელობის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ.
გავიხსენოთ, რომ 27 ივნისს ეკატერინბურგში დაკავების დროს კრიმინალური დაჯგუფების წევრები, ძმები ზიადინ და ჰუსეინ საფაროვები დაიღუპნენ.







