პოლიტიკა

მირზოიანმა და არაღჩიმ ორმხრივი ურთიერთობები და ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განიხილეს

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც ირანელმა მინისტრმა მადლობა გადაუხადა სომეხ კოლეგას ერევნის პოზიციისა და მხარდაჭერისთვის ისრაელის ისლამურ რესპუბლიკაზე თავდასხმის დროს.

„არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ ირანული საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმი“ იტყობინება, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების საუბრის დეტალებს წარმოადგენს.

ცნობილია, რომ სატელეფონო საუბრის დროს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მადლობა გადაუხადა სომხეთის მთავრობას პოზიციებისთვის და დააფასა სომხეთის მთავრობის ძალისხმევა და დახმარება ირანის წინააღმდეგ 12-დღიანი ომის დროს ირანის მოქალაქეების საკონსულო საკითხების გამარტივებაში. ირანული მედიის ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს მინისტრებმა განიხილეს და გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივ ურთიერთობებსა და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე. აღნიშნულია, რომ აბას არაღჩიმ მკაცრად დაგმო ისრაელისა და შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიული ქმედებები. არაღჩიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა სერიოზულად იცავს თავის უფლებას, მიიღოს კომპენსაცია მის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებში. ასევე აღნიშნულია, რომ არარატ მირზოიანმა მიესალმა სამხედრო ოპერაციების შეწყვეტას, რაც რეგიონში სტაბილურობასა და დაძაბულობის შემცირებას გამოიწვევს და კიდევ ერთხელ დაგმო ირანის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებები.

ნახეთ მეტი
Back to top button