საზოგადოება

ჯავახეთის ორი მოქალაქეობის ქონე მძღოლები   სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღარ დაჯარიმდებიან

 საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მაცხოვრებლები, რომლებსაც აქვთ ორმაგი მოქალაქეობა და მართავენ ქართული მართვის მოწმობით, აღარ დაჯარიმდებიან სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. ამის შესახებ მმართველი ფრაქციის „სამოქალაქო კონტრაქტის“ დეპუტატმა, შირაკ ტოროსიანმა, 2 ივლისს, ეროვნული კრების რიგგარეშე სხდომაზე, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანისა და მასთან დაკავშირებულ კანონებში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტების პაკეტის განხილვისას განაცხადა.

„ამ საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებს, რომ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეების, მათ შორის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების მიერ სხვა ქვეყნებში მიღებული მართვის მოწმობები, რომლებიც შეესაბამება 1968 წლის ვენის საგზაო მოძრაობის შესახებ კონვენციით დადგენილ მართვის მოწმობებს, გათანაბრდება სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ მართვის მოწმობებთან ამ პირების რესპუბლიკაში შესვლიდან სამი თვის განმავლობაში“, – აღნიშნა დეპუტატმა.

ამგვარად, როგორც ტოროსიანმა აღნიშნა, შემდეგი შედეგები მივიღეთ: საქართველოს უპირატესად სომხებით დასახლებული რეგიონის მაცხოვრებლები, რომლებსაც აქვთ ორმაგი მოქალაქეობა და მართავენ ქართული მართვის მოწმობით, აღარ დაექვემდებარებიან ჯარიმებს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

„დღეს ჩვენ ვიღებთ კანონს, რომლის მთავარი ბენეფიციარი სომხური წარმოშობის ჯავახეთის  მკვიდრია. ამიერიდან, სომხეთში ჯავახეთის  არცერთი მკვიდრი არ დაჯარიმდება ქართული მართვის მოწმობით მართვისთვის. ისინი ხომ ძირითადად საქართველოში ცხოვრობენ და, შესაბამისად, ჯარიმით  არ დაისჯებიან“, – ხაზგასმით აღნიშნა პარლამენტარმა.

ნახეთ მეტი
Back to top button