ანგარიში: სომხეთის მთლიანი ექსპორტი მსოფლიო მთლიანი ექსპორტის მხოლოდ 0.05%-ს შეადგენს

2024 წლის შედეგებით, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნების მშპ-ს საშუალო ზრდამ 5.04% შეადგინა, რაც გლობალურ საშუალო მაჩვენებელს – 3.3%-ს აღემატება. ამის შესახებ როსკონგრესის ფონდის ანალიტიკურ ანგარიშშია ნათქვამი.
2024 წელს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნების მთლიანი ექსპორტი დაახლოებით 494მილიარდ 6 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც გლობალური ექსპორტის დაახლოებით 2%-ს შეადგენს. გლობალური ექსპორტის 1.62% რუსეთზე მოდის, 0.34% ყაზახეთზე, 0.05% სომხეთზე, 0.03% ყირგიზეთზე და 0.03% ბელარუსზე.
ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში გლობალური ბაზრის საქონლის უმსხვილესი მიმწოდებელი რუსეთია, დაახლოებით 386 მილიარდი აშშ დოლარის ექსპორტით.
მას მოსდევს ყაზახეთი (81 მილიარდ 6 მილიონი აშშ დოლარი), სომხეთი (13 მილიარდი აშშ დოლარი), ყირგიზეთი (7 მილიარდი აშშ დოლარი) და ბელარუსი (6 მილიარდ 6 მილიონი აშშ დოლარი).







