
საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ტელეფონით ისაუბრა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა და დიასპორის მინისტრ აიმან ალ-საფადისთან. ამის შესახებ იტყობინება სრ საგარეო საქმეთა სამინისტრო.
თანამოსაუბრეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხები, დღის წესრიგში არსებული ინიციატივები და დაგეგმილი მაღალი დონის კონტაქტები. ისაუბრეს ურთიერთსასარგებლო სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებზე, მათ შორის საქმიანი კავშირების, ხალხთაშორისი კონტაქტების და ტურიზმის ხელშეწყობის გზით.
არარატ მირზოიანმა და აიმან ალ-საფადიმ გაცვალეს მოსაზრებები რეგიონული უსაფრთხოების მდგომარეობასა და წარმოშობილ ჰუმანიტარულ პრობლემებზე. ისაუბრეს მშვიდობის დამყარებისკენ მიმართულ ნაბიჯებზე, ამ გზაზე არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის მიზნით განხორციელებულ ძალისხმევაზე.
მათ ასევე გაცვალეს მოსაზრებები მრავალმხრივ პლატფორმებზე თანამშრომლობის ძირითად საკითხებზე.







