ეკონომიკამთავარი

ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრის მონაწილეები

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრის მონაწილეები, რომელსაც ბანკის პრეზიდენტი, სერჰათ კოქსალი ხელმძღვანელობდა.

განხილული იყო შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის მიერ სომხეთში განხორციელებული პროგრამები და სამომავლო ინიციატივები.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა სხვადასხვა სექტორში მოქმედი კერძო სექტორის დაფინანსების და ბიზნეს პროექტების მხარდაჭერის მნიშვნელობას.

სერჰატ კოქსალმა მადლიერება გამოხატა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრის ერევანში მასპინძლობისთვის. თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანმა შეხვედრის მონაწილეებს ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.

ნახეთ მეტი
Back to top button