
პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 9 ივლისს სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მიემგზავრება.
დღეს, აბუ-დაბიში, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს შეხვდება.
10 ივლისს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის ფარგლებში, აბუ-დაბიში ორმხრივი შეხვედრა გაიმართება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის.







