სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის მიღებისა და შეწყვეტის პროცესებში გაწეული მომსახურება ციფრული გახდება

სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის მიღებისა და შეწყვეტის პროცესებში გაწეული მომსახურება 2026 წლის 1 იანვრიდან ციფრული გახდება.
„Armenpress“-ის ცნობით, ამის შესახებ განცხადება გაავრცელა სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციისა და მოქალაქეობის სამსახურმა.
2025 წლის 22 იანვრის HO-4-N კანონით „სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის მიღებისა და შეწყვეტის განაცხადების მიღების რიგები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციისა და მოქალაქეობის სამსახურში 2026 წლის 1 იანვრიდან, ახალი სისტემის მეშვეობით, ამოქმედდება.
შესაბამისად, ზემოაღნიშნული სერვისი 1 იანვრიდან migration.e-gov.am პლატფორმაზე ხელმისაწვდომი არარ იქნება. პროცედურების ელექტრონულად განსახორციელებლად, ახალი პროგრამული უზრუნველყოფა დაინერგება, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეობის განაცხადების წინასწარი შესწავლა ჩატარდება.
„ამის შემდეგ, განმცხადებლებს ექნებათ შესაძლებლობა, რიგში ჩადგენ სომხეთის მოქალაქეობის მიღების ან შეწყვეტის შესახებ განაცხადების წარსადგენად“, – ნათქვამია განცხადებაში.







