
10 ივლისს, სომხეთის რესპუბლიკის ელჩი აშოტ სმბატიანი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახლადდანიშნულმა მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა მიიღო. ამის შესახებ საქართველოში სომხეთის საელჩო იუწყება.
ელჩმა მინისტრს საპასუხისმგებლო თანამდებობის დაკავება მიულოცა.
თანამოსაუბრეებმა განიხილეს სომხეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და ბიზნესკავშირების გაფართოებასთან დაკავშირებული საკითხები.







