მთავარიპოლიტიკა

კომპანია Firebird-მა აშშ-ის ელჩს სომხეთში 100 მეგავატიანი ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრის გახსნის გეგმები წარუდგინა

ელჩ ქუინთან შეხვედრისას ამერიკულმა კომპანია Firebird-მა სომხეთში 100 მეგავატიანი ხელოვნური ინტელექტის (AI) მონაცემთა ცენტრის გახსნის გეგმები წარუდგინა, რაც სომხეთსა და აშშ-ს შორის ინოვაციური პარტნიორობაა და მიზნად ისახავს სომხურ-ამერიკული ეკონომიკური კავშირების ხელშეწყობას და სომხეთის წამყვანი რეგიონალური პოზიციის გაძლიერებას ტექნოლოგიურ სექტორში. ამის შესახებ აშშ-ის საელჩომ სომხეთში განაცხადა.

„სომხურ-ამერიკული თანამშრომლობისა და ორმხრივი ზრდის პერსპექტივა ნამდვილად საინტერესოა“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ სომხეთში აშენდება ხელოვნური ინტელექტის ქარხანა, რომელიც რეგიონში ყველაზე დიდი ტექნოლოგიური პროექტია. „სომხეთი ხელოვნური ინტელექტის გლობალურ მოძრაობას უერთდება არა დამკვირვებლის, არამედ ახალი შესაძლებლობების შემქმნელის როლში. თვეების განმავლობაში მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, Firebird, სომხეთის მთავრობა და NVIDIA იწყებენ ერთობლივ პროექტს, რომელიც რადიკალურად შეცვლის ჩვენი რეგიონის ტექნოლოგიურ რუკას. პროექტი გულისხმობს 500 მილიონი დოლარის ინვესტიციას, ათასობით NVIDIA Blackwell გრაფიკული პროცესორის განლაგებას, 100 მეგავატზე მეტი სი

ნახეთ მეტი
Back to top button