საზოგადოება

სომხეთის აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი თითქმის 2 მილიონ ადამიანს აღწევს

სომხეთის ორ აეროპორტში მგზავრთა ნაკადი წლის პირველ 5 თვეში თითქმის 2 მილიონ ადამიანს აღწევს. ოფიციალური მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მაისში ზვარტნოტსა და შირაქ აეროპორტებში მგზავრთა რაოდენობამ 1 მილიონ 941 ათას 639 ადამიანი შეადგინა.

აღნიშნულ პერიოდში ზვარტნოტს აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 1 მილიონ 886 ათას 435 ადამიანს შეადგენდა. შირაქის აეროპორტში იგივე მაჩვენებელი 55 ათას 204 ადამიანს შეადგენდა.

ნახეთ მეტი
Back to top button