მთავარიპოლიტიკა

რატომ გადაწყვიტა სომხეთმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში (შთო) გაწევრიანება? ფაშინიანმა დეტალები მოგვაწოდა

დიახ, ჩვენ განაცხადი შევიტანეთ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში (შთო) წევრობაზე და ეს ჩვენი დაბალანსების და დაბალანსებული პოლიტიკის ლოგიკაში ჯდება. ამის შესახებ 16 ივლისს, პრესკონფერენციაზე აღნიშნა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

„ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. სხვათა შორის, ამ ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსი გვაქვს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ნულიდან არ მოვსულვართ, ისე არ არის, რომ იქ ხმის უფლებაც კი არ გვაქვს და უცებ გადავწყვიტეთ ორგანიზაციის წევრი გავმხდარიყავით. უფრო მეტიც, ეს ასევე დაკავშირებულია ორგანიზაციაში მიმდინარე არსებით და სტრუქტურულ ცვლილებებთან, რადგან ასევე განიხილება დამკვირვებლის ან ასოცირებული წევრის სტატუსების გაუქმება. ეს არ არის ერთადერთი და ყველაზე დიდი მიზეზი, მაგრამ ერთ-ერთი მათგანია.

როდესაც ვამბობ, რომ სომხეთი მოსალოდნელი პარტნიორია ჩრდილოეთში, სამხრეთში, აღმოსავლეთში და დასავლეთში, ამას პრაქტიკული გამოხატულება უნდა ჰქონდეს“, – თქვა მან.

რაც შეეხება იმ დაკვირვებას, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში შედიოან კუხოს წევრი სახელმწიფოები, მთავრობა კი მას საფრთხედ მიიჩნევს, ფაშინიანმა განაცხადა: „ყოველ შემთხვევაში, შთო სხვა ორგანიზაციაა, კუხო სხვა ორგანიზაციაა. რაც უნდა ყოფილიყო სათქმელი კუხო-სთან დაკავშირებით, ჩვენ ვთქვით, ახალი არაფერია სათქმელი“.

ნახეთ მეტი
Back to top button