
სომხეთს სურს ევროკავშირის წევრი გახდეს და ამისკენ ისწრაფვის. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
„ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ერთად აღვნიშნეთ, რომ ეს არ არის მარტივი პროცესი, რომელიც ყველა წევრის თანხმობას მოითხოვს. ქვეყანამ გარკვეული სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს“, – თქვა მან.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ამ პროცესის ფარგლებში სომხეთში ევროპული სტანდარტების დასაკმაყოფილებლად რეფორმები ხორციელდება. „არსებობს ორი ვარიანტი: ქვეყანა ან მიიღება ევროკავშირში, ან არა. მაშინაც კი, თუ არა, სომხეთი ევროპული სტანდარტების დონეს მიაღწევს“, – თქვა მან.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ბრიუსელში ბოლო ვიზიტის დროს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი განიხილეს და ის დადებითად შეფასდა.







