პოლიტიკა
სომხური ტვირთების დაბლოკვა ძირს უთხრის საუკუნოვან საქართველო-სომხეთის მეგობრობის სულისკვეთებას: სალომე ზურაბიშვილი

სომხური ტვირთების დაბლოკვა ძირს უთხრის საუკუნოვან საქართველო-სომხეთის მეგობრობის სულისკვეთებას, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
„საქართველომ უნდა იმოქმედოს როგორც ნამდვილი პარტნიორი და არა როგორც ზეწოლის რგოლი. ასეთი ქმედებები ძირს უთხრის ნდობას და რეგიონულ ეკონომიკურ სტაბილურობას. ეს დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.







