2018-2025 წლებში სომხეთის მთავრობამ სომხეთის რეგიონებში 2.5 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო. პრემიერ-მინისტრი

2018-2025 წლებში სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ სომხეთის რეგიონებში სხვადასხვა პროგრამებში 2.5 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. „დედაქალაქ ერევანში 256 მილიარდი დრამის (640 მლნ.დოლარი) პროგრამა განხორციელდა. თემებისთვის სუბსიდიები 2018 წელთან შედარებით გაორმაგდა.
2010-2017 წლებში სახელმწიფო მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების კორპორაციამ სახელმწიფო ბიუჯეტში 187 მილიარდი დრამი (467,5 მლნ.დოლარი) შეიტანა. 2018-2025 წლებში მან 464.2 მილიარდი დრამი (116 მლნ.დოლარი) გადაიხადა, ანუ 148 პროცენტით მეტი. გარდა ამისა, ეს მაჩვენებელი ასევე მოიცავს გადახდილ დივიდენდებს.
2017 წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 550 მილიარდი დრამი (137,5 მლნ.დოლარი) შეადგინა. 2025 წლის პირველ ნახევარში ეს 146 პროცენტით მეტი იქნება 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
2018 წლის მაისთან შედარებით, 2025 წლის მაისში სამუშაო ადგილები 242,331-ით ანუ 44 პროცენტით გაიზარდა. საშუალო ხელფასი 74 პროცენტით. 25 პროცენტიანი ინფლაცია გვქონდა. რეალური ზრდა 50 პროცენტია.
საერთო ხელფასის ფონდი 151 პროცენტით გაიზარდა, საშემოსავლო გადასახადი 100 პროცენტით, თუმცა ჩვენ, როგორც იცით, გადასახადი შევამცირეთ.
უკანონო ქონების კონფისკაციის მექანიზმმა სრული დატვირთვით დაიწყო მუშაობა და ამ ხნის განმავლობაში სახელმწიფოს ან თემს 536 მილიონი დოლარის ღირებულების ქონება დავუბრუნეთ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.







