საერთაშორისო

თურქეთის მოქალაქემ საქართველოში ურანის 3 მილიონ დოლარად შეძენა სცადა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) თანამშრომლებმა ბათუმში რადიოაქტიური ურანი ამოიღეს, რომლის თურქეთის მოქალაქესთვის 3 მილიონ დოლარად მიყიდვის მცდელობა იყო.  ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

„საქართველოს მოქალაქემ თურქეთის მოქალაქესთვის ურანის 3 მილიონ დოლარად მიყიდვა სცადა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ორივე დააკავეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც გენერალური პროკურატურა განმარტავს, დაკავებულებს უკვე წაუყენეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის „რადიოაქტიური ნივთიერებების ან მოწყობილობების, რადიოაქტიური ნარჩენების, რადიოაქტიური მასალების უკანონო ბრუნვის“ მუხლით, რაც ხუთიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნახეთ მეტი
Back to top button