კულტურა

სომეხი მოდელი   რომში Dolce & Gabbana-ს  ჩვენებაში მონაწილეობდა (ფოტო)

სომეხი მოდელი აშოტ გრიგორიანი რომში Dolce & Gabbana-ს Alta Sartoria-ს მამაკაცის კოლექციის ჩვენებაში მონაწილეობდა.  ჩვენება  რომში, კასტელ სანტ’ანჯელოს უძველეს ხიდზე გაიმართა.

„ჩემთვის პატივია რომში პრესტიჟული Dolce & Gabbana Alta Sartoria-ს გახსნაში მონაწილეობა. მადლობელი ვარ  ელეგანტურობისა და ხელოსნობის ამ მარადიულ  ზეიმში მონაწილეობისათვის“,  – წერს გრიგორიანი თავის ინსტაგრამის გვერდზე.

კასტელ სანტ’ანჯელოს უძველეს ხიდზე, სადაც კედლები იმპერიული რომის გამოძახილს ასხივებს, წინა დღეს Dolce & Gabbana Alta Sartoria-ს მამაკაცის კოლექციის Alta Sartoria-ს გრანდიოზული ჩვენება გაიმართა. კოლექციის წარმდგენ მოდელებს შორის პოდიუმზე სომეხი – აშოტ გრიგორიანი ავიდა, რომელიც ჩვენების ერთ-ერთ ყველაზე მიღებული მონაწილე იყო.

აშოტი წარმოშობით  ვანაძორიდანაა, მაგრამ საფრანგეთში გაიზარდა. მისი გარეგნობა, ექსპრესიული, ძლიერი, საბრძოლო ნებისყოფის ანაბეჭდით, ძალიან ჰარმონიულად ჯდება მოდის სახლის კონცეფციაში. სხვათა შორის, აშოტი კრივით არის დაკავებული და ეს შინაგანი კონცენტრაცია, გამბედაობა და დისციპლინა კადრშიც კი იგრძნობა.

ახლა ის მრავალ ცნობილ სააგენტოებთან თანამშრომლობს.  ამჯერად  კი ის რომში Alta Sartoria-ს ერთ-ერთი გმირად მოგვევლინა.

ნახეთ მეტი
Back to top button