
სომხეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB), რომლის მიხედვითაც რესპუბლიკას სიუნიუქის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 50 მილიონი ევროს სესხი გამოეყო. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
„სომხეთი – მდგრადი სიუნიუქის პროგრამის“ ფინანსურ შეთანხმებას ლუქსემბურგში ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ვაჰე ჰოვჰანიანსმა და EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა ტერეზა ჩერვინსკამ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი და EIB-ის პრეზიდენტი ნადია კალვინუ.
„შეთანხმებით გათვალისწინებული პროგრამა ხელს შეუწყობს სომხეთის რესპუბლიკის სიუნიუქის რეგიონის უწყვეტ განვითარებას და მიზნად ისახავს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას წყალმომარაგების, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში“, – ნათქვამია განცხადებაში.
დაგეგმილია, რომ პროგრამა ხელს შეუწყობს სიუნიუქის რეგიონში დასახლებული იძულებით გადაადგილებული პირებისა და მასპინძელი თემების საჭიროებების დაკმაყოფილებას, მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფას.







