„კობახიძის ბოდვა კი არა, ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა ვითარდება ჩვენს თვალწინ“ – ხატია დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე კომენტარს უკეთებს ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას, რომ ვინც საუბრობს ივანიშვილის პრორუსობისა და რუსული კავშირების შესახებ, დღემდე ამის დამადასტურებელი იოტისოდენა ფაქტიც კი არ წარმოუდგენია საზოგადოებისთვის და მიაჩნია, რომ „საქმე გვაქვს გებელსისეულ პროპაგანდისტულ მეთოდებთან“. ხატია დეკანოიძის აზრით: „კობახიძის ბოდვა კი არა, ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა ვითარდება ჩვენს თვალწინ:აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა თეთრ სახლში საგანგებოდ ხაზი გაუსვა შეთანხმებას ნატო-სთან, რომლის თანახმადაც მილიარდობით იარაღი გადავა ალიანსის დაქვემდებარებაში და ამის შემდეგ, ის გადანაწილდება ბრძოლის ველზე.ამისთვის ნატო-ს გენ. მდივანი რუტე სპეციალურ მოლაპარაკებებს მართავდა აშშ-ში რამდენიმე დღის განმავლობაში. რუტეს ბრწყინვალე დიპლომატიურ უნარებს აღიარებს ყველა, ვისაც მისი ხელმძღვანელობით კოალიციის შეკვრა უნახავს მთავრობაში. ამიტომ მისი წვლილი ამ სქემაში გამორჩეულია.ტრამპის MAGA-ს იზოლაციონისტური ბაზისთვის ნატო-სთან შეთანხმება მეტ-ნაკლებად მისაღებია, ამასთანავე, პრეზიდენტი ტრამპის სიტყვები, რომ საბრძოლო ველზე წავა ამერიკული იარაღი – რუსეთისთვის სპეციალური გზავნილია.სულ მალე, დაგეგმილია ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის ჯონ ჰეილისა და მისი გერმანელი კოლეგის ბორის პისტორიუსის ვირტუალური შეხვედრა. ასევე მალე იქნება შეხვედრა თავდაცვის მდივნის ჰეგსეტის, ნატო-ს გენმდივნის რუტეს, ნატო-ს გაერთიანებული შტაბების უფროსის გენერალი ალექსიუს გრინკევიჩისა და უკრაინელების შეირაღებულ შტაბებს შორის. გრინკევიჩმა უკვე განაცხადა, რომ მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები იარაღის გადაცემაზე.ეს არის მთავარი დღეს. ამ ამბავს აშშ-ს ყველა საელჩო ავრცელებს, რაც, ასევე, აშშ- ს პოლიტიკის განსაზღვრავაა უახლოეს თვეებში“.
წყარო: newposts.ge







