საერთაშორისო
რუსულ ხორბალზე კვლავ ნულოვანი საექსპორტო გადასახადი იმოქმედებს



რუსულ ხორბალზე საექსპორტო გადასახადი ზედიზედ მესამე კვირა, ნულოვანი დარჩება. ამის შესახებ ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში წერია.
კერძოდ, ნულოვანი ბაჟი 23-იდან 29 ივლისის ჩათვლით პერიოდში ტონაზე 225 დოლარის საორიენტაციო ფასის საფუძველზე დადგინდა.
ყოველკვირეული საექსპორტო გადასახადი აშშ დოლართან რუბლის გაცვლით კურსსა და საბაზრო ფასებზე არის დამოკიდებული. გადასახადი აპრილის ბოლოდან თანმიმდევრულად მცირდებოდა და 9-იდან 15 ივლისის ჩათვლით პერიოდში პირველად გაანგარიშების ისტორიაში ნულოვანი გახდა.
წყარო bnp.ge







