მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ირანის პრეზიდენტი სომხეთში მიიწვია

სრ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშკიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ თავის Facebook გვერდზე დაწერა სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ნაზელი ბაღდასარიანმა.

„პრემიერ-მინისტრმა ირანის პრეზიდენტს სამძიმარი გამოუცხადა გასულ თვეში მომხდარი მოვლენების მსხვერპლთა გამო. განიხილეს ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის საკითხები.

პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა პრეზიდენტი ფეზეშკიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში მიიწვია“, – წერს ბაღდასარიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button