სომხეთში გამოკითხულთა 47 % მხარს უჭერს აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას

2025 წლის 16-26 ივნისს, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის მონაწილეთა 47 პროცენტმა განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ და დაუჭერენ მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას.
კითხვაზე „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის მომხრე ხართ თუ წინააღმდეგი?“, გამოკითხულთა 29 პროცენტმა განაცხადა, რომ ისინი სრულად მხარს უჭერენ და დაუჭერენ მხარს მას, გამოკითხულთა 7 პროცენტმა თქვა, რომ ისინი უფრო მეტად ეწინააღმდეგებიან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას, 33 პროცენტი კატეგორიულად წინააღმდეგი იყო, 10 პროცენტმა თქვა, რომ მათი პოზიცია დამოკიდებულია სამშვიდობო ხელშეკრულების საბოლოო მოთხოვნებზე, ხოლო 2 პროცენტს გაუჭირდა ან უარი თქვა კითხვაზე პასუხის გაცემაზე.
კითხვაზე, თუ რა არის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის მთავარი უპირატესობები, მონაწილეთა 74 პროცენტმა მითითა, რომ მშვიდობის დამყარება, 9 პროცენტმა – ეკონომიკური განვითარება, 8 პროცენტის აზრით ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, დემარკაცია, 6 პროცენტის -გზების გახსნა, 2 პროცენტის – სოლიდარობა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება აზერბაიჯანთან და თურქეთთან. 5 პროცენტმა სხვა უპირატესობები დაასახელა, 4 პროცენტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მას არანაირი უპირატესობა არ აქვს, ხოლო 7 პროცენტმა უარი თქვა ან გაუჭირდა კითხვაზე პასუხის გაცემა.







