საზოგადოება

სომხეთში გამოკითხულთა 49 პროცენტმა განაცხადა, რომ ისინი მხარს დაუჭერენ სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანებას

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის მონაწილეთა 49 პროცენტმა განაცხადა, რომ ისინი მხარს დაუჭერენ სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუ ამ საკითხზე რეფერენდუმი მომავალ კვირას ჩატარდება.

კითხვაზე, თუ როგორ მისცემდით ხმას, თუ მომავალ კვირას ჩატარდება რეფერენდუმი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, გამოკითხულთა 49 პროცენტმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერდნენ, 15 პროცენტმა თქვა, რომ წინააღმდეგ მისცემდნენ ხმას, 31 პროცენტმა არ მისცა ხმა, ხოლო 5 პროცენტს გაუჭირდა კითხვაზე პასუხის გაცემა. გამოკითხულთა 37 პროცენტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი უპირატესობა უსაფრთხოების გაძლიერებაა, 18 პროცენტს კი მიაჩნია, რომ მთავარი უპირატესობა ეკონომიკის გაძლიერებაა. გამოკითხულთა 10 პროცენტის აზრით, ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი უპირატესობა ქვეყნის განვითარებაა, 5 პროცენტი ვიზების ლიბერალიზაციას მთავარ უპირატესობად მიიჩნევს, 5 პროცენტი – დემოკრატიის განვითარებას, 4 პროცენტი – მშვიდობას, 2 პროცენტს – რუსეთის გავლენის შესუსტებას, 2 პროცენტს – უკეთეს მომავალს, 1 პროცენტს – ცივილიზებული ქვეყნების გაწევრიანებას, 1 პროცენტს – სამუშაო ადგილების შექმნას. გამოკითხულთა 6 პროცენტმა სხვა უპირატესობები დაასახელა, 2 პროცენტმა განაცხადა, რომ უპირატესობები არ არსებობდა, ხოლო 8 პროცენტმა უარი თქვა ან გაუჭირდა კითხვაზე პასუხის გაცემა. გამოკითხვა ჩატარდა 2025 წლის 16-26 ივნისს, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. გამოკითხვა ჩატარდა 18 წლის ასაკის სომხეთის 1505 მოქალაქესა და მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შორის. აღსანიშნავია, რომ მთელი ნიმუშისთვის შეცდომის ზღვარი არ აღემატება ±2.5 პროცენტულ პუნქტს.

ნახეთ მეტი
Back to top button