სომხეთში რესპონდენტთა უმეტესობა კმაყოფილია შეიარაღებული ძალების მუშაობით

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა სომხეთში სოციოლოგიური გამოკითხვისას ასეთი კითხვა დაუსვა „თუ რამდენად კმაყოფილები ან უკმაყოფილოები არიან მოქალაქეები სომხეთის რესპუბლიკის სხვადასხვა სტრუქტურის მუშაობით“.
როგორც Armenpress-ი იტყობინება, გამოკითხული მოქალაქეების 72%-მა გამოთქვა კმაყოფილება სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების საქმიანობით, 24%-ი უკმაყოფილოა, ხოლო 4%-ს გაუჭირდა პასუხის გაცემა ან უარი თქვა პასუხზე.
გამოკითხულთა 58%-მა გამოთქვა კმაყოფილება სომხური სამოციქულო ეკლესიის საქმიანობით, 35%-ი უკმაყოფილო იყო, ხოლო 6%-მა გაუჭირდა პასუხის გაცემა ან უარი თქვა პასუხზე.
56%-მა კმაყოფილი იყო რეგიონის გუბერნატორების მუშაობით, 33%-მა უკმაყოფილოა, ხოლო 11%-მა გაუჭირდა პასუხის გაცემა ან უარი თქვა პასუხზე.
54%-ი კმაყოფილია პოლიციის მუშაობით, 41%-ი -უკმაყოფილოა.
48%-მა კმაყოფილია შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის მუშაობით, 10%-ი უკმაყოფილო. 44%-ს გაუჭირდა პასუხის გაცემა ან უარი თქვა პასუხის გაცემაზე
52% კმაყოფილია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობით, 42% უკმაყოფილო, გაუჭირდა პასუხის გაცემა ან უარი თქვა პასუხის გაცემაზე – 7%-ს.
46% კმაყოფილია ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მუშაობით, 42% უკმაყოფილო, გაუჭირდა პასუხის გაცემა ან უარი თქვა პასუხის გაცემაზე – 11%.
44% კმაყოფილია ადამიანის უფლებათა კომისრის მუშაობით, 41% უკმაყოფილოა, გაუჭირდა პასუხის გაცემა ან უარი თქვა პასუხის გაცემაზე – 15%.
38% კმაყოფილია პრემიერ-მინისტრის აპარატის მუშაობით, 58% უკმაყოფილოა, გაუჭირდა პასუხის გაცემა ან უარი თქვა პასუხის გაცემაზე – 4%.
38% კმაყოფილია სამინისტროების მუშაობით, 53% უკმაყოფილოა, გაუჭირდა პასუხის გაცემა ან უარი თქვა პასუხის გაცემაზე – 9%. 35% კმაყოფილია კორუფციის პრევენციის კომისიის მუშაობით, 55% უკმაყოფილოა, გაუჭირდა პასუხის გაცემა ან უარი თქვა პასუხის გაცემაზე – 9%.
35% კმაყოფილია პროკურატურის მუშაობით, 47% უკმაყოფილოა, უჭირს პასუხის გაცემა ან უარს ამბობს პასუხის გაცემაზე – 18%.
38% კმაყოფილია ერევნის მერიის მუშაობით; 65% უკმაყოფილოა, 2%-ს უჭირს პასუხის გაცემა ან უარს ამბობს პასუხის გაცემაზე.







