პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ველოდებით ეუთო/ოდირ-ის წინა დასკვნის აღიარებას, როგორც კი აღიარებენ წინა დასკვნას, მაშინვე განვაახლებთ სერიოზულად მსჯელობას ახალი მისიის მოწვევასთან დაკავშირებით

1tv.ge წერს, რომ ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ. გავაკეთეთ განცხადება, რომ, პირველ რიგში, ველოდებით ეუთო/ოდირ-ის წინა დასკვნის აღიარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება ელოდება წინა დასკვნის აღიარებას, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ახალი მისიის მოწვევასთან დაკავშირებით.

„ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ. გავაკეთეთ განცხადება, რომ, პირველ რიგში, ველოდებით ეუთო/ოდირ-ის წინა დასკვნის აღიარებას. როგორც კი აღიარებენ წინა დასკვნას, მაშინვე განვაახლებთ სერიოზულად მსჯელობას ეუთო/ოდირ-თან დაკავშირებით. ეს არ არის დახურული თემა, მაგრამ ჯერ ველოდებით წინა დასკვნის აღიარებას, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება ახალი მისიის მოწვევასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პრემიერმა.

ნახეთ მეტი
Back to top button